სოციალურ ქსელში Centro servizi Geo House-ი ავრცელებს პოსტს, თემა-საბანკო ანგარიში და საბანკო ბარათი ლეგალიზაციის პრაქტიკის შესახებ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე EMIGRANTEBI.ORG -ი უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს:

✅ხშირად დასმული შეკითხვებიდან, დღეს უნდა გავიაროთ საკმაოდ საინტერესო და ასევე მნიშვნელოვანი თემა-საბანკო ანგარიში და საბანკო ბარათი ლეგალიზაციის პრაქტიკის დასრულების შემდეგ-ანუ მას შემდეგ, როცა გვაქვს უკვე ბინადრობის უფლება, (permesso di soggiorno), ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი (tessera sanitaria), რიგ შემთხვევაში ასევე კითხულობენ პირადობის მოწმობას (carta d identita), შეგიძლიათ და სასურველიც არის გქონდეთ თქვენი ანგარიში და საბანკო ბარათი . მოახდინოთ თქვენი ხელფასის საბანკო ბარათზე დარიცხვა, მოახდინოთ გადარიცხვები , ისარგებლოთ ონლაინ ბანკინგით და გამოიყენოთ ის კომფორტი, რაც საკუთარ ანგარიშის მართვა ჰქვია საბანკო ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ნებისნიერ ბანკში -Unicredit SPA, Banca Monte dei Paschi di Siena SpA, Intesa Sanpaolo SpA, Banco Popolare – Società Cooperativa და ბევრი სხვა. ინიშნება ბანკში შეხვედრა კომპეტენტურ თანამშრომელთან და ხდება საბანკო ანგარიშის გახსნა . მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი, რომ საბანკო ანგარიშს სჭირდება შენახვა-ანუ ყოველწლიური , ან ყოველთვიური გადასახადი. უმრავლეს შემთხვევაში ხდება დაზღვევის გაფორმებაც და საბოლოო ჯამში ანგარიშის შენახვა გარკვეულ ხარჯს უკავშირდება.
დღეს გაგაცნობთ გაცილებით მოქნილ, პრაქტიკულ და ძალიან სასარგებლო საბანკო პროდუქტს, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.

✅იტალიის საფოსტო სისტემას აქვს საბანკო ბარათი სახელწოდებით Carte Postepay არსებობს postapay ს რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგან ლიდერობს Postepay Evolution., რომელიც შემდეგნაირად არის წარმოდგენილი .
-ბარათს გააჩნია საბანკო ანგარიშის ნომერი ე. წ IBAN ი შეგიძლიათ მიიღოთ და გადარიცხოთ თანხები ანგარიშიდან ანგარიშზე როგორც იტალიის ტერიტორიაზე, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

– შეგიძლიათ გადმოიწეროთ app ტელეფონში და უფრო მოქნილი გახადოთ ბარათის გამოყენების პროცესი.
-შეგიძლიათ გააკეთოთ შესყვიდვები ონლაინში
-შეგიძლიათ ბარათიდან გააგზავნოთ სასურველი თანხა ნებისმეირ ქვეყანაში western union -ის გამოყენებით
-ბარათზე თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ ძალიან მარტივად მინიმალური დანახარჯით
-ბარათის წლიური მოსაკრებელი სულ 12 ევროა .
ბარათის აღება შეგიძლიათ ნებისმიერ საფოსტო მომსახურეობის ოფისში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ.
#centroservizigeohouse გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და კარგად შევსებულ საბანკო ბარათებს ❤

წყარო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here