დამარცხდება თუ არა რუსეთი და რამდენ ხანს გაგრძელდება ომი

ასტროლოგი, რამაზ გიგაური რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით პროგნოზსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს?

“უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებების შესახებ ბევრი ადამიანი მწერს, რომ უკრაინა-რუსეთის გარშემო პროგნოზი გავაკეთო. დავწერე დიდი ტექსტი და გარკვეული მოსაზრების გამო წავშალე. შევეცდები უფრო მოკლედ და „რბილად“ გადმოვცე ჩემი სათქმელი (ისედაც მსაყვედურობენ ხოლმე, ჩემი პროგნოზები სხვა ასტროლოგების პროგნოზებისგან განსხვავებით ნეგატიურია).

ყოველი წლის ბოლოს ვდებ ხოლმე მომდევნო წლის პროგნოზს და ყაზახეთში სისხლიანი დაპირისპირების დროს გავიზიარე ჩემი 2022 წლის პროგნოზის ის მონაკვეთი, რომელიც წლის დაძაბულ დასაწყისს და საერთოდ, 2022 წლის პირველ კვარტალს ეხებოდა.

გავიმეორებ ამ ნაწყვეტს ჩემი 2022 წლის პროგნოზიდან (მთლიან პროგნოზს კომენტარებში დავდებ):

„შედარებით რთულად განვითარდება პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები და მოსალოდნელია ამის დასტური მსოფლიომ უკვე 2022 წლის დასაწყისშივე იგრძნოს, რომელიც დაუკავშირდება სერიოზულ მსოფლიო პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ ექსკალაციებს და საომარ განწყობებს. არ არის გამორიცხული წლის პირველივე კვარტალში (იანვრიდან – მარტის ჩათვლით) გარკვეულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება ან მოკლევადიანი, მაგრამ რეზონანსული სამხედრო ოპერაცია.

მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრება დატვირთული იქნება „ხმაურიანი“ განცხადებებით, ასევე რისკის შემცველი და ავანტიურისტული გადაწყვეტილებებით, რომლებმაც მოსალოდნელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს გარკვეული საფრთხე შეუქმნას. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მხრიდან იშვიათი არ იქნება მოულოდნელი შემოტრიალებები და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც მოსალოდნელია საკმაოდ მტკივნეულ პროცესებს დაუდოს საფუძველი“.

– დამატებით რა შეიძლება ითქვას?
= რუსეთი უბრალოდ, დამარცხდება! ეს არ არის კეთილი სურვილი, ეს არის კონკრეტულ სისტემაზე დაფუძნებული პროგნოზი. ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება რუსეთის ხელისუფლებაში სისტემური ცვლილებები.
– დროის რა პერიოდში მოხდება ეს?
= 2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ 2026 წლის გაზაფხულამდე.
– თუ ომი იქნება, ამდენ ხანს გაგრძელდება?
= არა. უბრალოდ, ეს „დომინოს პრინციპით“ რუსეთში ჰიპერკრიზისულ სიტუაციებს შექმნის. ამის პიკი იქნება 2024-25 წლები.
მშვიდობა უკრაინას, საქართველოს და სრულიად მსოფლიოს!”, – წერს გიგაური ფეისბუქზე.

Similar Posts

  • რა ვაჩუქოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

    ცეცხლის ნიშნები – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი – აქტიურები, მუდამ რაღაცით გატაცებული არიან. მათ ხასხასა საჩუქარი სჭირდებათ, რომელიც მთელ მათ ყურადღებას მიიპყრობს. ის ორიგინალური, ძვირადღირებული და დახვეწილი უნდა იყოს: მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში, ბრენდირებული ნივთი ან დიდი თანხა ელეგანტურ კონვერტში. მიწის ნიშნები – კურო, ქალწული და თხის რქა – მიწიერი და პრაქტიკულები არიან. ყველაზე კარგია, პირდაპირ ჰკითხოთ, რა უნდათ საჩუქრად. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს…

  • რა ბედი ელით უკრაინაში მყოფ ქართველ პატიმრებს VIDEO

    „ჩვენ გვაქვს კავშირი უკრაინის ხელისუფლებასთან. არაოფიციალური ინფორმაციით პენიტენციარულ დაწესებულებებში მყოფი ადამიანები, რომელთაც ცოტა დარჩათ სასჯელის მოხდამდე, შესაძლოა გაათავისუფლონ.“- ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში​ გიორგი ზაქარაშვილმა, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ იკვეთება საქართველოს მოქალაქეების პრობლემა. „ხარკოვიდან, სუმიდან და კიევის მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსვლის საშუალება იყო, მწვანე დერეფნებით ისარგებლეს…

  • 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ნუ გამოავლენთ შეუსაბამო ეგოიზმს, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და მეტი სერიოზულობით მიუდექით სამსახურს. კურო ახალი იდეების დანერგვა სამსახურში,წარმატებით ჩაივლის. გამოიჩინეთ ინიციატივა და ყურადღება ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. ტყუპები იზრუნეთ ენერგოტონუსის ამაღლებაზე, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სამკურნალო თუ პროფილაქტიკურ დაწესებულებებს, ეს სასიკეთო იქნება თქვენთვის. კირჩხიბი დღეს შესაძლოა სადღესასწაულო ღონისძიებაზე მიგიწვიონ (დაბადების დღე, ქორწინების იუბილე და ა.შ.) საინტერესო ელფერი…

  • 18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი შესაძლოა დღეს წამოიჭრას საკითხი: ოჯახი თუ კარიერა?! გააანალიზეთ ყოველივე, დაფიქრდით და გულახდილი იყავით საკუთარ თავთან, იქნებ დროა სამართლიანად გადაანაწილოთ რესურსები, ისე რომ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს. კურო ნებისმიერი ცვლილება ან ადგილის შეცვლა მეტად სასიკეთოდ აისახება თქვენს ცხოვრებასა და ენერგულობაზე, თუნდაც ხანმოკლე ახლო მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები, თუნდაც სტუმრად წასვა მეგობართან, გამოგაცოცხლებთ და სხვა…

  • 12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი პოზიტიური და ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით ბიზნეს პროექტებთან, ფინანსებთან და პროფესიულ საკითხებთან სამუშაოდ. იაქტიურეთ და ნუ დააგდებთ მოქმედებუს ტემპს. კურო დღის უმეტესი ნაწილი სასურველია ოჯახის წევრებსა და თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად გაატაროთ. სწორედ მათგან მიიღებთ საჭირო რჩევას არსებულ სირთულეებთან დაკავშირებით. ტყუპები სასიკეთო დღეა საოჯახი საქმეებისა და ზოგადად უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ თემებზე სამუშაოდ. მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე,…

  • VIDEO: ზელენსკის მიმართვა ქართველებს

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის ფორმატში თბილისსა და ევროპის 6 ქალაქში – ფრანკფურტში, პრაღაში, ბრატისლავაში, ლიონში, პარიზსა და ვილნიუსში – შეკრებილ ხალხს მიმართა, მათ, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად გამოვიდნენ ამ ქალაქების ქუჩებში. ვოლოდიმირ ზელენსკის გამოჩენას შეკრებილები ოვაციებით შეხვდნენ. მან მადლობა გადაუხადა ხალხს და განაცხადა, რომ სურს თავისი სამწუთიანი გამოსვლის პირველი წუთი დაუთმოს დაღუპული სამხედროების, პოლიციის, მესაზღვრეების…