ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭორები, რომ რუსმა ვარსკვლავმა ალა პუგაჩოვამ გადაწყვიტა განქორწინება შოუმენ მაქსიმ გალკინთან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან გალკინი თავის სოციალურ ქსელში ომზე საუბრობდა და მომხდარს გმობდა, მაგრამ თავად პრიმადონას ამაზე ჯერ არ უსაუბრია.

ომის პირველ დღეებში ისინი რუსეთიდან ისრაელში წავიდნენ, მაგრამ, პუგაჩოვას თქმით, მალე დაბრუნდებიან სახლში, რადგან ბავშვებს სკოლაში სიარული სჭირდებათ.

მათმა სხვადასხვა პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია ჭორები, რომ მათ ოჯახში ყველაფერი რიგზე არ არის.

ერთ-ერთ ინტერვიუში პუგაჩოვამ თქვა, რომ გალკინთან განქორწინების შესახებ მან მეგობრებისგან შეიტყო, მაგრამ მან ინფორმაცია მალევე უარყო.

„მათ წამიკითხეს, რომ მე და მაქსი განქორწინებას ვაპირებთ -არა” – ამბობს პუგაჩოვა ერთ-ერთ ინტერვიუში.