ასტროლოგიური პროგნოზი, ვერძი, კურო, კურო, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შესაძლოა, თავი მოუსვენრად იგრძნოთ, გამორიცხული არაა, გაუთვალისწინებელმა სიტუაციამ ჩვეული რიტმიდან ამოგაგდოთ, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ყველაფერი მალე დალაგდება.

კურო
იმდენად შეიცვლება ვითარება, შესაძლოა, რეალობა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ. გამოიყენეთ სამყაროსგან ბოძებული შანსი, ეჭვს ნუ შეიტანთ ახლობლების კეთილსინდისიერებაში და მიზანს მიაღწევთ.

ტყუპები
საკუთარ საიდუმლოს ნურავის გაანდობთ, ნუ ენდობით ყველას, ნუ ილაპარაკებთ თქვენს გეგმებზე, კარგად გააანალიზეთ ყოველი ნაბიჯი, ყოველი წვრილმანი და გამოსავალს აუცილებლად იპონით.

კირჩხიბი
მშფოთვარე დღეა, შესაძლოა, ვინმე შეეცადოს თქვენს ემოციებზე თამაშს, ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და, უბრალოდ, ყურადღება არ მიაქციოთ, ამ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება.

ლომი
შესაძლოა, უხეშად მოინდომონ თქვენს საქმეებში ჩარევა, ნუ მოუსმენთ სხვებს, ნურც პროვოკაციებს აჰყვებით, იყავით თქვენი მიზნის ერთგული და არა მხოლოდ საუკეთესოდ მოახდენთ რეალიზებას, არამედ, სამომავლოდ უფრო მეტად განიმტკიცებთ მდგომარეობას.

ქალწული
თუ თქვენთვის მნიშვნელოვან მიზანს ახლა ვერ მიაღწიეთ, ნუ ჩაიქნევთ ხელს და ნუ დაკარგავთ ინტერესს. დაისვენეთ, განმარტოვდით და მეტი კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს მიზნებზე.

სასწორი
შესაძლოა, საკუთარ თავში რაღაც ახალი თვისებები აღმოაჩინოთ. დიდია შანსი, გაჭიანურებულ და გადადებულ საქმეებს ახლა დაესვას წერტილი და კარგი შედეგიც მიიღოთ.

მორიელი
იყავით მტკიცე და თავდაჯერებული, რადგან ნებისმიერი საკითხი, მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გადაწყვიტოთ.

მშვილდოსანი
წარმატებას მიაღწევთ საქმეში, რაც ასე გაშფოთებთ. დაეყრდენით საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, იმოქმედეთ სტრატეგიულად.

თხის რქა
შეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან, ნუ შეუქმნით დაბრკოლებას ნურავის და ნურაფერს, ვინც/რაც წასასვლელია, უნდა წავიდეს. ცვლილებებ,ი საბოლოოდ, თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

მერწყული
გაგახარებთ პატარ-პატარა წარმატებები. თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობთ. მიჰყევით შეუპოვრად დასახულ მიზნებს.

თევზები
კმაყოფილი და იმედით სავსე შეხვდებით ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, თევზების უმეტესობისთვის, კარგი დღეა.

Similar Posts

  • რუმინულიდან თარგმნა – 577 546 577

    რუმინულიდან თარგმნა . გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის, სპეციფიკის ტექსტსა და დოკუმენტებს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ნოტარიული დამოწმებაც ტელ: 577 546 577 ტელ: 588 63 68 69 ტელ: 557 115 692 E_mail: tarjimani@yahoo.com ვებ გვერდი tarjiman.ge ვებ გვერდი WeTranslate.ge  რუმინული ენა, თარგმნა რუმინულ ენაზე, რუმინული ენის თარჯიმანი , რუმინულად თარგმნა , რუმინულიდან თარგმნა , რუმინულის თარჯიმანი ,…

  • 10 მარტის ლარის გაცვლითი კურსი

    სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4019 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.28 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.7360 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6802 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.58 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული…

  • კიევის ციხესთან, სადაც 100-მდე ქართველია, აფეთქება მოხდა… VIDEO

    “პატიმრები რუსული ბომბებით უნდა გასამართლდნენ?! კიევის ციხესთან ბომბები ცვივა და იქ სხვებთან ერთად 100-მდე ქართველია. აქამდე სიმშვიდეს როგორღაც ვინარჩუნებდით, მაგრამ ახლა, სიტუაცია ყოველდღიურად კი არა, ყოველწუთიერად იძაბება და კიევში, პატიმრები შესაძლოა, ბომბებმა იმსხვერპლონ” – ასე დაიწყო საუბარი კიევის ციხეში მყოფი ქართველის მეუღლემ “პრაიმტაიმთან“. მისივე თქმით, დღეს, კიევის ციხის მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა და ბოლო საჰაერო…

  • რომში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

    კოვიდ სერთიფიკატების მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. შეტაკებები ე.წ. მწვანე საშვების მოწინააღმდეგეთა და სამართალდამცველთა შორის რომის ერთ – ერთ ცენტრალურ მოედანზე დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია აქციის ორი მონაწილე. რომის ცენტრში კოვიდბარათების გასაპროტესტებლად 10 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო აქციაში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის “ახალი ძალის” (“Forza nuova”) მომხრეებიც მონაწილეობდნენ. დემონსტრანტებმა მჯდომარე პროტესტის შემდეგ გადაადგილება…

  • რას ნიშნავს აზილო და მისი რეალური შეფასება

    სოციალურ ქსელში იურიდიული კონსულტაცია ემიგრანტებისთვის __ Associazione “Tutto Insieme Georgia” აქვეყნებს პოსტს აზილოს თაობაზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს უცვლელად: ემიგრანტები ხშირად წერენ და ურჩევენ ერთმანეთს, რომ აზილოს მოთხოვნა შესაძლებელია უფასოდ და ამისთვის ნუ გაიღებენ ადვოკატის ხარჯებს. გეთანხმებით, აზილოს დაწყება შეგიძლიათ დამოუკიდებლად და სრულიად უფასოდ, მაგრამ მოდით, ჯერ განვიხილოთ, რას ნიშნავს…

  • 22 მარტის ლარის კურსი

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2219 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 მარტის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2219 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იქამდე მოქმედებდა, 3.2096 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0123 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5599 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5431 ლარს…