პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა
პოლონეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ მის დას გუშინ აცნობეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლონეთის გავლით, საფრანგეთში აპირებდა ჩასვლას, სადაც მას ცოლ-შვილი ელოდებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომომობილში ორნი იმყოფებოდნენ. პირი, რომელიც მანქანას მართავდა, პოლონელმა სამართალდამცავებმა დააკავეს.
გარდაცვლილის ოჯახს ცხედრის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე საგარეო საქმეთა სინისტროსთვის ჯერ არ მიუმართავს.