პოლიციელი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში, ზუგდიდში ქალზე ძალადობდა, იდენტიფიცირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის ირგვლივ სამსახუროებრივი შემოწმება უკვე დაიწყო და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”,- განუცხადეს “ემიგრანტებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.