ახალი დეტალები იტალიაში, ნაპოლში გაუჩინარებული ქართველი გოგოს შესახებ, რომელსაც მეორე დღეა ეძებენ. წერს გაზეთი ალია
27 წლის სალომე ტეტუნაშვილი, სახლიდან გუშინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტეტუნაშვილი ნაპოლში მოხუცი ქალბატონის დამხმარედ მუშაობდა. თავად ტეტუნაშვილის ოჯახის წევრებიც ნაპოლში ცხოვრობენ.
სავარაუდოდ, ძიების პროცესში უკვე სამართალდამცავი სტრუქტურაც ჩაერთო. მოხუცის ვაჟიშვილი, სადაც ტეტუნაშვილი მუშაობდა, კარაბინიერია, რომელმაც პოლიციაში განაცხადი უკვე გააკეთა, თუმცა იმისთვის, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო თვალთვალის კამერები გაიხსნას, საჭიროა გავიდეს კანონით გათვალისწინებული 48 საათი.
ბოლო კომუნიკაცია სალომე ტატუნაშვილთან ახლობლებს შაბათს 22 იანვარს, დღის 16:00 ჰქონდათ. ახლობლების თქმით სალომე სახლიდან გასვლას არ გეგმავდა. 22 იანვრის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.
წყარო გაზეთი ალია