სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი აუცილებელ კვებით დანამატებს იღებს, მათ შორის თხიერი სახით.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის მდგომარეობას აკვირდება კონსილიუმი. მათი რეკომენდაცის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი სტაციონარში გადაყვანის აუცილებლობა ამ დრომდე არ დგას.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. პაციენტი იღებს აუცილებელ კვებით დანამატებს, მათ შორის თხიერი სახით. ეს არის აუცილებელი კვებითი დანამატები, მათ შორის მისი მიღება ხდება სითხის სახით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად მეთვალყურეობას უწევს ექიმთა კონსილიუმი, რომელიც არის ერთობლივი კონსილიუმი და მათი რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყდება ყველა საკითხი. ამ ეტაპზე სტაციონარიზაციის აუცილებლობა არ დგას“, განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა.