დღეს საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტი განიხილება. საუბარია სასჯელის შემცირებაზე – მათთვის, ვისაც პანდემიის გამო უფლებები შეეზღუდათ – მაგალითად აეკრძალათ პაემნები.
„ქართული ოცნების” მიერ შეთავაზებული ცვლილებით, ასეთ მსჯავდებულებს სასჯელის ვადა 28 დღით შეუმცირდებათ – შეთავაზებულ ვადას არასაკმარისად მიიჩნევს “გირჩი” და მის სულ მცირე, სამ თვემდე გაზრდას ითხოვს.
პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი, პირველი მოსმენით წინა სასესიო კვირაში განიხილა და 91 ხმით მიიღო.