მოსკოვი იტალიას აფრთხილებს: ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სრული ფინანსური და ეკონომიკური ომის გამოცხადებას, იტალიისთვის შეიძლება შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს.

ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი პარამონოვმა განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ ახლა, ანტირუსული ისტერიის ფონზე, იტალიის ხელისუფლებამ დაივიწყა ყველაფერი – არსებული ორმხრივი ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ჩვენი კავშირების განსაკუთრებული ხასიათი და შეუერთდა საშინელ რუსოფობიურ კამპანიას“. – განაცხადა ალექსეი პარამონოვმა.

პარამანოვმა, იტალიელ ხალხს პანდემიის დროს გაწეული დახმარება შეახსენა და ასევე დასძინა, რომ “მოსკოვს არასოდეს გამოუყენებია ენერგორესურსების ექსპორტი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რუსული ენერგეტიკული კომპანიები ყოველთვის სრულად ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს და ისინი დღესაც აგრძელებენ ამას. რომის დამოკიდებულება რუსულ ნახშირწყალბადებზე, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო შემუშავებული, უკიდურესად უარყოფით შედეგებს მოუტანს იტალიის ეკონომიკას და ყველა იტალიელის“.

მოსკოვი იტალიისგან მოელის, რომ: “რომში, ისევე როგორც ევროპის სხვა დედაქალაქებში, გონს მოეგებიან, გაიხსენებენ თავიანთი ხალხების ღრმა ინტერესებს და პატივისცემას მათი საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების მიმართ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here