მილანში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 19 წლის ახალგაზრდა ქალი დააკავეს
იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა მილანში 19 წლის ახალგაზრდა ქალი დააკავეს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს.
“მილანში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს წარმოშობით კოსოვოელი, იტალიის 19 წლის მოქალაქე დააკავეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც სააგენტო ANSA იტყობინება, დაკავებული ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” უჭერდა მხარს. გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულის ქმარი იმ ტერორისტის ნათესავია, რომელმაც 2020 წლის ნოემბერში, ვენაში ტერაქტი მოაწყო.