ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ იტალიის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლისთვის მოიპოვონ დაფინანსება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, კანდიდატებს განაცხადის გამოგზავნა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2022 წლის 30 მარტის ჩათვლით (თბილისის დროით 18:00 სთ-მდე) შეუძლიათ.

კონკურსის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა.

„აკადემიური პროგრამები იტალიაში 2022-2023“, საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, განათლების საერთაშორისო ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტებია:

1. Polytechnic University of Milan /მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (MA, PHD)

ვებგვერდი www.polimi.it/

2. University of Pisa/პიზას უნივერსიტეტი (MA, PHD)

ვებგვერდი www.unipi.it/

3. The LUISS University/ლუისის უნივერსიტეტი (MA)
ვებგვერდი www.luiss.edu/

4. University of Calabria/კალაბრიის უნივერსიტეტი (MA)
ვებგვერდი www.unirc.it/

5. University of Eastern Piedmont /აღმოსავლეთ პიემონტის უნივერსიტეტი (MA, PHD)
ვებგვერდი www.uniupo.it/

6. Università degli Studi dell’Aquila/ლაკვილას უნივერსიტეტი (MA, PHD)
ვებგვერდი www.univaq.it/

7. Università degli Studi della Tuscia/ტუსციის უნივერსიტეტი (MA, PHD)
ვებგვერდი www.unitus.it/

8.  The university of Bari Aldo Moro/ ბარის უნივერსიტეტი (MA, PhD)“

ვებგვერდი: www.uniba.it/

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამის აღწერა განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: iec.gov.ge.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here