მარიამ ნიშნიანიძე, ზედმეტსახელად ,,აბეზარა“, როგორც თავად ამბობს, თინეიჯერობიდან ემიგრანტია. ახლა უკვე 21 წლის ახალგაზრდა მარიამი, საკუთარ თავს ყოველთვის მომღიმარ და სხვებისთვის ,,უდარდელ“ ადამიანად ახასიათებს. Merani TV-ს ახალ რუბრიკაში ,,გაქცევით შეჩერებულები“ მასთან საუბრისას, ბევრი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე და მინდა, ჩვენს მკითხველსაც გაგიზიაროთ.
– რწმენა და სიყვარული…
– რწმენა, ეს ნებისმიერი ჩვენგანის თავისუფლებაა, რადგან ყველას თავისებურად სწამს და სჯერა. ასევე შემიძლია ვთქვა სიყვარულზეც. პირადად ჩემთვის კი, არ არსებობს სიყვარული რწმენის გარეშე.
– მუსიკა თქვენს ცხოვრებაში.
– მუსიკა არის ჩემი ბავშვობა, უცხო მიწაზე აღმოჩენილი მეგობარი, რომელიც ყველაზე ლამაზია, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში აღმომიჩენია. მუსიკა დღეს, ჩემი პატარა პირადი საკუთრებაა, რომელთანაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია ვისაუბრო და მოვახვიო მას ჩემი პრობლემები. მიგებს და ყოველთვის ესმის ჩემი, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც მე ვერ ვუგებ მას.
– ყველა ადამიანს თითო ნატყვიარი მაინც აქვს.
– თითოეული ნატყვიარი – ეს ახალი თეთრი ფურცელია, რომელსაც ახლადდაწყებული ცხოვრების ფერებით ვაფერადებთ. ყველა ნატყვიარი ზუსტად ძალაა ჩემთვის, რომელსაც ყოველ ჯერზე, ამ არაჩვეულებრივი ფერების აღმოსაჩენად მივყავარ.
.იტალიელებს ერთი ასეთი არაჩვეულებრივი ფრაზა აქვთ: ,,Nel mondo non esiste una rosa, senza le spine come non esiste un cuore, senza cicatrici“ (ამ ქვეყნად, არ არსებობს ვარდი ეკლების გარეშე, როგორც, არ არსებობს გული ნაიარევის გარეშე).
მარიამი პროფესიით კულინარ-დიზაინერია. 19 წლის ასაკს უკვე შემდგარი, წარმატებული კარიერით შეხვდა. წარმატების გზაზე იგი თავის პირველ ნაბიჯებს იხსენებს.
– მახსოვს ჩემი პროფესიის პირველი ურთულესი ნაბიჯები. ვიყავი უცხო ქვეყანაში ქართველი, ძლიერი, მაგრამ საკმაოდ მორცხვი გოგონა, სადაც იყვნენ ჩემი იტალიელი კონკურენტები. მახსოვს პირველი გამარჯვება, მთელს პულიაში აღებული პირველი ადგილი, როგორც ახალგაზრდა შეფ-მზარეული ქალი და დაუვიწყარი წუთები. სამწუხაროდ, დაიწყო პანდემია და იმ დროს გამოვჩნდი მეც, უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი მარიამი, რომელიც დღის ნებისმიერ დროს, მზად იყო მთელს პულიაში და პულიის ნებისმიერ პროვინციაში მყოფ ემიგრანტებს დახმარებოდა. მარიამის სამსახურიც ზუსტად ეს იყო, დახმარებოდა იტალიაში ემიგრანტ დედებს, გაჭირვებაში მყოფ ნებისმიერ ქართველებს და მათ მიერ საქართველოში იძულებით დატოვებულ ოჯახებს. ამავდროულად, თვით მარიამსაც უწევდა ემუშვა და დახმარებოდა თავის ოჯახს. ამ დროს ისიც ხომ ემიგრანტი იყო. ზუსტად პანდემის შემდეგ გახდა მარიამი იტალიაში პირველი ქართველი “ტაქსის” მძღოლი მანდილოსანი.
ცხოვრება მოულოდნელობითაა სავსე და წარმატებული ქალი – პატიმრად იქცა. 19 იანვარს, ქალაქ ბარში, გამთენიისას მარიამი კარზე ბრახუნმა გამოაღვიძა.
– სახლში 7 შეიარაღებული პირი შემოიჭრა. მათი პირველი სიტყვები: ,,შეიძლება შენც არ იცოდე რა შარში ხარ, ან რაში გაყავი თავი. მთავარია, მშვიდად იყო, რადგან ყველაფერი მოგვარებადია. გაქვს უფლება დაუკავშირდე ადვოკატს.” და მე წამიყვანეს..
მარიამმა დეტალურად გვიამბო თავსგადახდენილი ამბავი. დანაშაული, რომელიც მას ბრალად ედებოდა, იყო უბრალოდ ,,ტაქსის მძღოლი’’.
– სწორედ ეს იყო, არალეგალურად შემოსული პირების ერთი ქალაქიდან – მეორე ქალაქში გადაადგილება. დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, ქართველი, 21 წლის ემიგრანტი გოგონა, მოვხვდი გისოსებს მიღმა ოთხ, ცივ კედელს შუა. ეს არ ყოფილა ერთი ან ორი დღით… იქ დრო საშინლად ნელა გადის, საშინლად ჩუმ, უცნობ და ცივ გარემოში, ეს კი გრძელდებოდა და გაგრძელდა ერთი თვით. ზუსტად ამ ყველაფრის შემდეგ, მე იქაც შევძელი მესაუბრა ჩემს ქართველობაზე და იქაც შევძელი დამეტოვებინა კვალი ჩემს ადამიანობაზე. ამაყი ვარ, ჩემი სიძლიერით, ჩემი ქართველობით, სიმართლით და პატიოსნებით. შეუცდომელი კი არავინაა.
– გაქცევა სამყაროდან……განაგრძეთ კითხვა