ზუგდიდში მაღაზია დააყაჩაღეს. როგორც “emigrantebi.ge“-ისთვის ცნობილი გახდა , თავდამსხმელებმა სოფელ ინგირში ხორბლეულის მაღაზიიდან 800 ლარი იარაღის მუქარით წაიღეს, გამყიდველი კი გაკოჭეს.
შემთხვევა ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ორი დღის წინ მოხდა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.