საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს.

„დედიკო გუშინ საღამოს მშვიდად და წყნარად, ქმარ-შვილის თანდასწრებით, წავიდა ამ ქვეყნიდან. ჩემი მზის სხივი გაქრა, ჩემი საუკეთესო მაგალითი.

არც ვიცი, როგორ ვიყო, მე ხომ არც ერთი დღე არ მიცხოვრია მის გარეშე ამ დედამიწაზე,” – წერს ყოფილი პირველი ლედი.