იტალიის ეკონომიკის სამინისტროს ძალოვანების ქვედანაყოფის ფინანსური გვარდიის ოფიცრებმა რუსი ბიზნესმენის ალიშერ უსმანოვსა და ტელეწამყვანის ვლადიმერ სოლოვიოვს უძრავი ქონება ჩამოართვა, რომლებიც უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენებთა დაკავშირებით  სანქციების სიაში არიან შეყვანილნი.

ვლადიმერ სოლოვიოვის ორი ვილა კომოს ტბის სანაპიროზე და ალიშერ უსმანოვის ვილა კუნძულ სარდინიაზე ჩამოართვეს, იტყობინება გაზეთი La Repubblica.

გასულ კვირას ალექსეი მორდაშოვსა და გენადი ტიმჩენკოს იახტები, ასევე სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატს ოლეგ სავჩენკოს ვილა ტოსკანაში ჩამოართვეს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ 4 მარტს სახელმწიფო ტელევიზიით RAI-ის ეთერში განაცხადა, რომ დაიწყო რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციის პროცედურა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here