რუსეთის კულტურის სამინისტრო იტალიის მუზეუმებისთვის შეწირული ხელოვნების ნიმუშების დაბრუნებას ითხოვს.
მიხაილ პიოტროვსკიმ, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმის, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟის დირექტორმა, წერილობით მიმართა იტალიის ორ მუზეუმს, Palazzo Reale-სა და Gallerie d’Italia-ს მილანში და სთხოვს მათ დაბრუნონ ნამუშევრები მარტის ბოლომდე.
სახელმწიფო ერმიტაჟის მიერ მილანის მუზეუმებისთვის შეწირულ ხელოვნების ნიმუშებს შორისაა იტალიელი მოქანდაკის ანტონიო კანოვას ქანდაკება და იტალიელი მხატვრის ტიციანოს ნახატი.
რუსეთის ეს ნაბიჯი იტალიურმა პრესამ „შურისძიებად“ შეფასა.