იტალიაში, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 31 მარტამდე გახანგრძლივდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 16 დეკემბრიდან 31 იანვრამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული პირები ვალდებული იქნებიან, გამგზავრებამდე კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ. აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა აქამდე მხოლოდ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასულ პირებზე ვრცელდებოდა.

გარდა ამისა, არავაქცნირებულმა მოქალაქეებმა იტალიაში ჩასვლის შემდეგ 5-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

ცნობისათვის, იტალიაში პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გასული წლის იანვარში გამოცხადდა და მისი მოქმედების ვადა მიმდინარე თვის დეკემბრის ბოლოს იწურებოდა. იტალიაში, ბოლო დროს, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 20 677 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 120 ადამიანი დაიღუპა. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, იტალიაში, ამ დრომდე, „ომიკრონ“ ვარიანტის 27 შემთხვევაა დადასტურებული.

ავეჯის სახლ “ბელმონტე”-ში სიახლეა
🛋 მივიღეთ ახალი პროდუქცია

❗❗შეიძინეთ დღესვე და ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებით
👉 რატომ ჩვენ?
♻️ მისაღები ფასები
♻️ თურქული მაღალი ხარისხის წარმოება
♻️ ქარხნული გარანტია
♻️ განვადებით შესყიდვის შესაძლებლობა