იტალიაში მცხოვრები ქართველი, ირმა კაპანაძე სოციალურ ქსელში იტალიაში ახალი ჩამოსულებისთვის აქვეყნებს პოსტს რომლებსაც სურთ ჰუმანიტარული საბუთის მიღება. საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე emigrantebi.ge გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს
“ახალი ჩამოსულების და მათ საყურადღებოდ, ვინც იტალიაში ჰუმანიტარული საბუთის გაკეთებას აპირებს:
იტალიის ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ, როცა გადაწყვეტავ ამ ტიპის საბუთის გაკეთებას, საჭიროა ე.წ. ოსპიტალიტა, ანუ ვინმემ,ვისაც აქვს ბინის კონტრაქტი, ავსებს სპეციალურ მოდელს, ქვესტურაში(პოლიციაში) მიაქვს და ადასტურებს რომ ეს პიროვნება არის მასთან სტუმრად.
ამის მერე თქვენ ტოვებთ პასპორტს ქვესტურაში, მშობლიურ ენაზე დაწერილ მოტივს ქვეყნის დატოვების და თუ დაბრუნდა სამშობლოში, რა რისკი ემუქრება მის სიცოცხლეს.
როგორც ჩაიბარებენ პასპორტს დაგინიშნავენ ანაბეჭდებს…
ორი თვე არ გაქვთ კონტრაქტით მუშაობის უფლება.
პ.ს. ეს პროცედურა არ ღირს არცერთი ევრო!!!! არანაირი გადასახადი არ არსებობს!!! ქართველები, რომლებიც ამაში ფულს ითხოვენ, არიან ზნედაცემული ღორები!!!
არც ეს “ოსპიტალიტა” არ ღირს არაფერი!!!
თუ გყავთ ვინმე გულშემატკივარი, ვინც გაგყვებათ, დაგაკვალიანებთ, იმათ სთხოვეთ!!!
თუ არა, ეცადეთ მარტოებმა გააკეთოთ!!!
ან ის სასწაული თანხები არ გადაიხადოთ, რასაც ითხოვენ!
პირველ ეტაპზე გაძლევენ 6 თვიან ნებართვას, მერე უნდა გააახლოთ!!!
ეს საბუთი არის მხოლოდ შენსა და იტალიას შორის ურთიერთობა! ანუ არც სამსახური, არც სხვა ვინმე ამაში ვერ ერევა!!!
შენ სთხოვ იტალიას თავშესაფარს და იტალიამ უნდა გადაწყვიტოს, მოგცეს თუ არა!!! პროცესი საკმაოდ გაწელილია, და კომისიები საკმაოდ გვიან ინიშნება….
მანამდე გაქვთ კონტრაქტით მუშაობის უფლება, (ნუ საქართველოში ვერ წახვალთ)
მე ვიცი რაც ხდება როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ იტალიაში…
ვიცი რა ფულებს იღებენ ამის გაკეთებაში, მაგრამ მე ფაქტებს არავინ მაწვდის….
ეცადეთ იქნებ თქვენით გააკეთოთ და ამ ღორების ხაფანგში არ გაებათ!!!
ახლა არ შემოხტეთ და არ თქვათ, რომ ვინც ფულს იღებს, თქვენ გაწყობთ და ისინი რამეს გიკეთებენ!!!
ეს ყველაფერი შეიძლება გააკეთონ უფასოდ!!! ან არა იმხელა თანხებად, რასაც აფასებენ!!!
ან უკეთეს შემთხვევაში აიყვანეთ იტალიელი ადვოკატი!!!
მერწმუნეთ უფრო სანდოა!!!
წარმატებები!!!