რა გავლენა მოახდინა ლარზე უკრაინის ფაქტორმა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. უკრაინაში მიმდინარე ომს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარებაც დაემატა, შედეგად კი 1 დოლარი 3.40 ლარი გახდა.

ეკონომიკის მინისტრს მიაჩნია, რომ ქვეყნის მაკროეკონიმიკური პარამეტრები არ გაუარესებულა, ვალუტის გაუფასურება კი ომიდან მიღებული შოკის ბრალია. მინისტრი განმარტავს, რომ დადებითი მაჩვენებელია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიდანაც.

ის, რომ ლარმა გაუფასურების პიკს მიაღწია, ადასტურებენ კერძო საფინანსო ინსტიტუტებიც, თუმცა ფინანსისტებს მიაჩნიათ, რომ პიკიდან ეროვნული ვალუტა მალე დაეშვება და კვლავ სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდება

Similar Posts

  • ზელენსკი სულიშემძვრელ ფოტოებს აქვეყნებს

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აქვეყნებს დაბომბილი ქალაქების, დანგრეული სახლებისა და დაზარალებული ოჯახების ფოტოებს, სადაც ძირითადი სამიზნე ბავშვები აღმოჩნდნენ. „როგორც ჩანს, არ არსებობს არაბირთვული იარაღი, რომელიც ოკუპანტებს ჯერ არ გამოუყენებიათ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის მათი სიახლოვე, ეს მათი მეგობრობაა. ეს, როგორც მოსკოვში თქვეს, „გაყოფილი ერია“, – წერს ზელენსკი.

  • ლარის გაცვლითი კურსი

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9778 ლარს შეადგენს, 1 ევროს ღირებულება კი 3.3843 ლარია – ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები 22 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება. შეგახსენებთ, დოლარის კურსი, რომელიც 18 თებერვლის ჩათვლით მოქმედებდა – 3.0008 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0230 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 18 თებერვლის ჩათვლით – 3.4113…

  • ლარის დღევანდელი გაცვლითი კურსი

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2372 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.2385 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5561 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.5630 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0069 ლარი შეადგინა.

  • ვხედავ მკვდარ პრეზიდენტს – კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება პუტინზე

    ბოლო დღეებში უკრაინაში მიმდინარე მძიმე მოვლენებმა ბევრს კიდევ ერთხელ გაახსენა ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებები, რომელიც მას წლების განმავლობაში სხვადასხვა საგაზეთო თუ ვიდეო-ინტერვიუში გაუჟღერებია. საქმე ისაა, რომ მათი დიდი ნაწილი უკვე რეალობად იქცა. თამარ პატარაია (ლელა კაკულიას შვილი): დედა ჯერ კიდევ 1992 წელს ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია. ის წინასწარმეტყველებდა, რომ იქნებოდა დიდი ნგრევა და სისხლი. ამას…

  • 12 მარტის ლარის გაცვლითი კურსი

    ერთ დღეში ლარი დოლართან 8,8 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი – 11,2 თეთრით. განახლებული კურსი ხვალიდან, 12 მარტიდან იქნება ძალაში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლარი ასე მკვეთრად აქამდე არ გამყარებულა. 12 მარტიდან 1 დოლარის ფასი 3,2308 ლარი იქნება, 1 ევრო კი 3,5487 ლარი ეღირება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლარი ყველაზე მეტად გაუფასურებული დოლართან და ევროსთან 10…

  • 12 ოქტომბერის ლარის გაცვლითი კურსი

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1300 ლარი ეღირება, ევრო – 3.6192 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2640 ლარი. დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1298 ლარი ღირს, ევრო – 3.6193 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2662 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 12 ოქტომბერს შევა.