ძვირფასო ემიგრანტებო! აი დადგა გაზაფხულის ყველაზე ნაზი და დახვეწილი დღესასწაული 8 მარტი. ამ დღეს მინდა ემიგრანტი ქალბატონები დავმუხტოთ დადებითი ემოციებითა და სურვილებით…. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებებს, სიყვარულსა და სიხარულს.გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბუნება განახლებას იწყებს. მზის თბილი სხივები გიქმნით ნაზ, სათუთ გრძნობებსა და ახალ იმედებს. მართლაც ქალთა საერთაშორისო დღე სიმბოლურად გაზაფხულის პირველ დღესასწაულს ემთხვევა. იყავით ამაყნი, ძლიერნი და უფლის რწმენით სავსე…

8 მარტი ეს ყველა ქალისთვის ლამაზი დღეა, ამ დღეს ისინი ყველაზე კარგად წარმოაჩენენ საკუთარ თავებს ყველაზე ლამაზნი და საყვარლები არიან ,ყველაზე მომხიბვლელნი ! ისინი სულიერად ხდებიან რაღაც ისეთი ნაზები, როგორებიც არასდროს ყოფილან…
ქალი ყველაზე ნაზი არსება დედამიწაზე, ყველაზე ლამაზი რაც კი უფალს შეუქმნია,მათთვის ყველა დღე ლამაზი უნდა იყოს და არ უნდა გამოვყოფდეთ ერთ, რომელიმეს…რადგან გამოვყავით მინდა ყველა მანდილოსანს მივულოცო ეს დღე და ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო წარმატებული მომავალი, კარიერული წინსვლა და რაც მთავარია სიყვარული…

ყველა ქალბატონს და გოგონას ვულოცავ გაზაფხულის მშვენიერებას,სურნელს,ყვავილთა თოვას..ქალბატონებო იყავით მუდამ ბედნიერები,გაზაფხულივით მშვენიერები,ლამაზები,გფარავდეთ უფალი…თქვენი ცხოვრების ყოველი დღე ყოფილიყოს თვით გაზაფხული…ყოველთვის აფასებდნენ გარშემომყოფები, იმას, რასაც აკეთებთ!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here