სოციალურ ქსელში ანა ბურდული წერს: ემიგრაციაში უსაშინლესი პრობლემაა დამსაქმებლის ინსტიტუტი, მაშინ, როდესაც ისინი თაღლითურად თვეში რამდენჯერმე ყიდიან სამუშაოს ერთი თვის ხელფასის წართმევით დასაქმებულისთვის.

ამას ემატება ბინაში ხანგრძლივად გამომწყვდევით ქირის ფულის წაგლეჯვა და ეს ორი ერთიანად წელში წყვეტს ჩვენს არალეგალ თუ ლეგალ ემიგრანტებს,ვინც ნებით თუ უნებლიეთ მათ ხელში ვარდება.

ეს პრობლემა არ არის მხოლოდ სამხრეთ იტალიის პრობლემა, სცდება მის საზღვარს და ჩრდილოეთით ამ ბიზნესს ეგრეთწოდებული ოფისები აწარმოებენ. ყალბი ხელშეკრულებებით ატყუებენ დასასაქმებელი, ატყუებენ ხელფასის ოდენობას,დამსაქმებელს ართმევენ სრულ ხელფასს და ბევრად ნაკლებს უხდიან დასაქმებულს და ეს გრძელდება თვეობით.

სამხრეთ იტალიაში კალაბრიაში დავიწყე ვირტუალური ჯგუფის შემოკრება ზევით აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად.ჩვენ მეზობელი რეგიონებიდანაც გამოვიხსენით ემიგრანტები ასეთი თაღლითური სქემიდან, სადაც დამსაქმებლის ტერორით ინფარქტამდე იყო მისული მათი ჯანმრთელობა. ჯგუფის სამუშაო პროგრამა მარტივია. ჩვენ ვაძლევთ ერთ ვაკანსიას ემიგრანტს.თვითონ ეცნობა და ეწყობა სამუშაოზე უანგაროდ!!! და მას შემდეგ,ერთ ვაკანსიას თვითონ გვაწვდის კიდევ ერთი ქართველის სასარგებლოდ ასევე უანგაროდ!!!
აღმოჩნდა,რომ იმუშავა ამ პროგრამამ. ერთს კი არა და იმდენს გვაწვდიან რაც ხელთ უვარდებათ!

ჯგუფს ჰქონდა პრობლემები.ხშირად გავხდით ასეთივე დამსაქმებლის სამიზნე და გაიტყუეს ვაკანსიები, მაგრამ სიკეთე ხომ ვიცით, თუ აიგორგლა, აზვავდება და მიდის თვითდინებით და მინდა ყველას კართან მიგორდეს ეს შუქიანი გორგალი,რომ თვალებიდან გამოიხედონ ისედაც დარდამძიმებულმა გოგოებმა და ბიჭებმა და გზა გაეხსნათ სამუშაოზე შესასვლელად.მათ უკან ხომ ოჯახები დგანან…

მეგობრებო,ჩვენ დავიწყეთ და თქვენ გაგვაგრძელეთ…
ერთმანეთის მხარდამხარ თავადვე ვუშველოთ საკუთარ ემიგრანტულ გზას.
ასევე,როგორც სჩვევია სიკეთეს, კატალიზატორივითაა, თუ სადმე ჩაგრული და დამქირავებლისგან შრომით ტრეფიკინგში თანამემამულე იპოვა,ყველას კართან თუ ვერა,ბევრთან მივიდა და უთხრა, არ ღირს, გამოდი და ჩაები ჩვენს ფერხულში,დაგაბინავებთ მშვიდ სახლში, დაგახმარებთ ტრანსპორტს, მოგიძებნით ახალ სამუშაოს და შემდეგ შენ გაგვაგრძელე….
დიახ,სულ ეს იყო ამ დილას რაც მინდოდა მეხარებინა..
გაგვაგრძელეთ!
კეთილმან სძლიოს სიკეთით.

(ჯგუფი–“1+1 ვაკანსია უანგაროდ”
თქვენს გვერდითაა: ნინო, თიკა, თიკო, ნინა, სოფო, მაკა, ლალი, შორენა, ნატა, ნათი …ბევრნი ვართ…)