ესპანეთში მცხოვრები ქართველი უცხოეთში მცხოვრებ თავის თანამემამულეებს მიმართავს კითხვით:

,,მართალია, ბევრისთვის რთული შეკითხვაა და ბევრი უსამართლო ადამიანი გაღიზიანდება, მაგრამ საინტერესოა: ხალხი, რომლებიც სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წლებში – ,,შეგავიწროვათ, დაგჩაგრათ, გაგამწარათ, გაგანულათ და მოგსპოთ მიწისაგან პირისა” და ამის გამო ესპანეთში, ამერიკაში, ევროპაში ჩამოხვედით ,,დროებით” , სანამ ვინმე მიშას მთავრობას დაასრულებდა, პლუს მიშას მთავრობის გადასადგომად ხმა რომ მიეცით ,,ქართულ ოცნებას”, რატომ არ დაბრუნდით უკან? ან იმის შემდგომ ყოველ არჩევნებზე ხმას რომ აძლევთ ბიძინას, რატომ არ ბრუნდებით უკან და რატომ არ ითხოვთ წართმეულს და რატომ არ აგრძელებთ წლების წინ დაწყებულს?
ეჭვი მაქვს, არავის არაფერი წაურთმევია თქვენთვის, ან თუ რამე წაგართვეს, კორუფციით და უკანონო გზით ნაშოვნი წაგართვეს.

პირადად მე, მთავრობა და საპატრიარქო 100%-ით რომ შეიცვალოს და განახლდეს და ჩემს ძველ თანამდებობაზე დამიძახონ და ისეთივე ანაზღაურება დამენიშნოს, როგორიც მიშას დროს მქონდა, სიამოვნებით დავბრუნდები,
მიუხედავად იმისა, რომ 80% სულ ვმუშაობდი, სააკაშვილის ფეხის ტემპში დავდიოდი, ყოველ 6 თვეში ურთულესი ფიზიკური და გონებრივი (IQ) ნორმატივები მქონდა…

არც ესპანეთში დავკარგულვარ და ვაგრძელებ განვითარებას და წინსვლას რომელიც აქ დავიწყე…

ან საერთოდ, ის ვერ გავიგე, რა კლასტერი ხართ: ქოცები მინდაო, აირჩიე ქოცები არაერთხელ და ევროპაში გამორბიხარ რივოკით… მიშას დედაც ვატირეო, ბიძინა აირჩიე და ესპანეთში პოლიტიკური დევნით ჩაბარდი (ქოცები მდევნიანო).. აბა, ესპანელს მოუყევი საქართველოს ბოლო 30 წლის რეალური ისტორია და ნახე, მაგის მერე თუ გცემს პატივს.

ესპანელი საქართველოზე გებულობს ტელევიზორში და რას – სპეცოპერაციით დააკავეს ქართული მაფია, ან საქართველოში ცოცხების მიტინგია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია და ამით ერთობა რუსული ტელევიზიები.

თუ ასეთი საქართველო გინდათ, თქვენი დრო მოსულა საქართველოში და ევროპაში რატომ ხართ, ვერ გავიგე”, _ წერს Giorgi Miko ფეისბუქში.