ცოტახანის წინ სოციალურ ქსელში, შოთა სიხარულიძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იგი მოუწოდებდა ემიგრანტებს მაია ასათიანისთვის ელოცათ.

აღნიშნულ პოსტს მაია ასათიანი გამოეხმაურა სადაც აღნიშნავს, რომ აი ეს ადამიანი ვინმე შოთა სიხარულიძე აპირებს, რომ გამართოს ფეისბუქ ლაივი, მიმართავს ემიგრანტებს, რომ ჩემს გადასარჩენად შეგროვდეს რაღაც თანხა.
მეგობრებო ძალიან გთხოვთ არ აყვეთ პროვოკაციას ამ ადამიანმა პოსტი თუ არ აიღო ხვალ ვიჩივლებ სასამართლოში.
კიდევ ერთხელ ვამბობ არანაირი მარათონი ჩემს გადასარჩენად საჭირო არაა აგერ სილამაზის სალონში ვზივარ, მიყვარხართ ემიგრანტებო , ძალიან გთხოვთ ნუ აძლევთ ვიღაც ადამიანებს რომ თქვენ სახელით ისაუბროს.

გთავაზობთ ვიდეო მიმართვას რომლიც მაია ასათიანმა ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ შოთა სიხარულიძემ შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქ გვერდზე, თუმცა როგორც ჩანს უკვე წაშალა და მის გვერდზე აღარ იძებნება

მაია ასათიანისთვის ილოცეთ ემიგრანტებო… ჩვენ ერთად შევძლებთ მის დახმარებას ამ მძიმე დროს მალე მოგაწვდით დეტალურად ყველაფერს…. ფეისბუქ ლაივში აგიხსნით ყველაფერს…წერს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე

ხალხოო რა ვერ გაიგეთ შვილ მკვდარ დედას ქარიც სხვა ხმაზე ეჩურჩულებაო..

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” მაია ასათიანს ულოცავს გადარჩენას… უსურვებს სულიერ სიმშვიდეს წარმატებებს ჯანმრთელობას და ბედნიერებას…

მაი გვიყვარხარ ემიგრანტებს ჩვენო ტკბილო თბილო უსაყვარლესო და უნიჭიერესო ჩვენო მაიკო გახსოვდეს ქართველი ემიგრანტები მუდამ შენს გვერდით ვართ…

სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს………
უფალი ხედავდეს მთავარია, მისთვის და ჯერ მის წინაშე იყო მართალი და შემდეგ საკუთარი თავით კმაყოფილი და ამაყი…
რომ შესძელი, შეამჩნიე, განსაცდელში არ მიატოვე, დაეხმარე- როგორც შეგეძლო და შეუმსუბუქე ტვირთის ზიდვა!
მთავარი ნებაა სულისა აკეთოს სიკეთე <3
დაუნახაობამ, რომ არ დაჩრდილოს, არ შეამციროს, არ დაასუსტოს სიკეთის კეთების, მადლის გაცემის ნდომა და ნება!
არ მინდა მოკვდავთა მადლობა, არ მინდა წუთიერთა ქება-დიდება, არ მინდა წარმავალთა შენდობა – უფლისა მინდა ყოველივე! უფლისაგან და უფლის სახელით- ჩემი შვილებისთვის, მათი ცხონებისთვის <3

შოთო სიხარულიძეს უყვარხარ და არ მოგცემს უფლებას დანებდე…. ჩვენ დაგეხმარებით ამ უმძიმეს დროს…..