მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე პარასკევს დილით ოქროს ფასი ეცემა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის მიწოდების ფიუჩერსებზე ოქროს ფასი 0,36%-ით შემცირდა (6,45 დოლარით) და 1 უნციაზე 1796,15 დოლარი შეადგინა.

გაიაფდა ვერცხლიც. დეკემბრის მიწოდების ფიუჩერსებზე ფასი 0,57%-ით დაეცა და ერთ უნციაზე 23,983 დოლარი შეადგინა.

მანამდე ოქრო ცოტა ხნით გაძვირდა, რას შემდეგ რაც გამოქვეყნდა მონაცემები აშშ-ის მშპ-ს სუსტი ზრდის შესახებ, რამაც დოლარის კურსი შეაჩერა.