გარკვეული კატეგორიის პატიმრებს ამნისტია შეეხებათ. ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში იმყოფებოდა, სასჯელის მოხდის ვადა განსხვავებული წესით დაუანგარიშდებათ. კერძოდ, 1 საპატიმრო დღეში ჩაეთვლებათ მოხდილად პატიმრობაში ყოფნის 4 დღე.

კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წვერი მიხეილ სარჯველაძეა. მისი განმარტებით ამნისტია შეეხება ასევე 2004 წლამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლებულ პირებს. ისინი გათავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლებააღკვეთილისა).

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამავე კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა. პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია, ითვლება ნასამართლობის არმქონედ. მსჯავრდებულისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მას არ დაუბრუნდება.

ამნისტია არ გავრცელდება განზრახ მკვლელობაზე (მუხლი 108), განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109), არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე (137-141, 253-2552 მუხლები), წამებაზე (მუხლი 1441 ), წამების მუქარაზე (მუხლი 1442 ), დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე (მუხლი 1443 ), ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე (323- ე-3312 მუხლები), კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე (404-ე-413-ე მუხლები).