ესპანეთში ახალი COVID შეზღუდვები ამოქმედდა. ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან COVID-19-ის გამო ამოქმედდა შემდეგი სახის შეზღუდვები:
⦁ შეიზღუდა ღამით გადაადგილება: კერძოდ ღამის 1 საათიდან დილის 6 საათამდე შეიზღუდა გადაადგილება.
⦁ შეიზღუდა სოციალური შეკრებები: შესაძლებელია შეიკრიბოს მაქსიმუმ 10 კაცი, გამონაკლისია პირები რომლებიც ერთად ცხოვრობენ.
⦁ აიკრძალა ღამის გასართობი ადგილების სტუმრობა.
⦁ რესტორნები: შიდა ტერიტორიაზე შესაძლებელია პირთა 50 % ის დაშვება ხოლო გარე პერიმეტრზე 100%ის.
⦁ 70 % მდე შეიზღუდა ნებისმიერი სახის კომერციულ,სპორტულ,კულტურულ და სხვა სახის რელიგიურ თუ სამოქალაქო ღონისძებებზე, ისევე როგორც გასართობ პარკებში დასწრება/დაშვება.
⦁ შეიზღუდა 50 % მდე აზარტულ/გასართობ ცენტრებში დაშვება.
⦁ რეკომენდირებულია ონლაინ რეჟიმში მუშაობა.