როდიდან გაეზრდებათ საჯარო მოხელეებს ხელფასები – მინისტრის განცხადება

2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას და ისაუბრა.

„ერთი მხრივ, ფისკალური რესურსის სიმცირემ და მეორე მხრივ, საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ ბოლო 5-6 წელია საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, შედეგად მივიღეთ შემდეგი სიტუაცია: 2013-2014 წლებში, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90%-ზე მეტი იყო. 2014 წლის შემდგომ, კერძო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო საჯარო სექტორში ხელფასების ზრდას. შედეგად, 2020 წლის მდგომარეობით საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 80%-ზე დაბალია. თუ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საშუალო ხელფასის ზრდის დინამიკას გავაანალიზებთ, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ბოლოს საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებულ 75 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდეს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2019-2020 წლებში ძირითადად გაიზარდა ჯარის, პოლიციისა და მასწავლებელთა ხელფასები, ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებებში ზრდა თითქმის არ ყოფილა.

„თუ ჯარის, პოლიციისა და მასწავლებლების ხელფასების ზრდის ეფექტს გამოვაკლებთ, 2020 წელს საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 71%-ია. ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი პროპორციის პირობებში შეუძლებელი იქნება საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაუარესდება საჯარო მომსახურების სერვისების ხარისხიც. ასევე, შეუძლებელი იქნება მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა, რაც რა თქმა უნდა, არასაკმარისია, თუმცა ფისკალური კონსოლიდაციიდან გამომდინარე, მომდევნო წელს მეტი რესურსის მოძიება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

Similar Posts

  • ცვლილებები კანონში – ნახეთ, სად აიკრძალა მოწევა

    პარლამენტმა განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპრექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში. თამბაქოს მოწევა აგრეთვე აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში -ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა. კანონს დაემატა ტერმინი – “ბრენდის გაფართოება”. დაწესებულება ვალდებული იქნება არ დაუშვას…

  • კახეთში 12 წლის გოგოს გათხოვებაში ბებიამ თანხა აიღო

    კახეთში, 12 წლის გოგონას გათხოვებაში, ბებიამ გასამრჯელო აიღო. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ გოგონა, რომელიც ორი წლის წინ 25 წლის მამაკაცს მიათხოვეს, ბებიასთან იზრდებოდა და მისი გათხოვების სანაცვლოდ, ბებიამ სოლიდური თანხა მოითხოვა. გოგოს ახლობელი ჰყვება, რომ შუამავლის როლი მამაკაცის ბიძამ შეასრულა. „ამ გოგოს მამა არ ჰყავს, დედა იმავე სოფელშია გათხოვილი, სადაც ეს ბავშვი გაათხოვეს. პატარა გოგოა, ვერ…

  • აფეთქება რუსთავში – საცხოვრებელ სახლში ხანძარია

    რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე ხანძარია. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი” ავრცელებს. როგორც თვითმხილველებმა საგენტოს განუცხადეს, თავდაპირველად აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც დაინახეს საცხოვრებელი სახლიდან მომავალი კვამლი. მათივე ინფორმაციით, სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა შემთხვევის დროს ბინაში არავინ არ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი. ასევე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

  • ლარის დღევანდელი გაცვლითი კურსი

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 9 ნოემბრისთვის $1-ზე 3.1622 ლარის ოდენობით დაადგინა. 5 ნოემბრის ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0015 ლარით გამყარდა. ამასთან, დღეს ევრო – 3.6583 ლარი ღირს, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2674 ლარი.

  • გაძვირდება თუ არა პური საქართველოში – განმარტება

    ქვეყანაში უახლოესი ორი თვის განმავლობაშუ პურზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს, განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ. 2021 წლის შემოდგომაზე მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირებისა და იმპორტირებული პროდუქციის – მზესუმზირის ზეთი, საფუარი, მარილი – ღირებულების ზრდის გამო ნომერ პირველი პროდუქტის თვითღირებულება 15-17 თეთრით გაიზარდა. დღეს ყველაზე მოთხოვნადი სოციალური პური ქვეყანაში 0,9-1,0 ლარი…

  • შეეხება თუ არა შეზღუდვები სკოლებს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის რეკომანდაციით, შეზღუდვები სკოლებს უნდა შეეხოს ბოლოს და სკოლები უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე, ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის დროს საგრძნობლად დაზარალდა როგორც ადამიანების ჯანმრთელობა, ისე ეკონომიკა. ამასთან, მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა სკოლამ და განათლების სისტემამ. „საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო სერიოზული…