იტალიაში ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომები მკაცრდება

იტალიის მთავრობამ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო, გარკვეული ზომები გაამკაცრა. შესაბამისად, 2022 წლის 31 იანვრამდე შეჩერდა საპროტესტო აქციები, ყველა სახის სადღესასწაულო ღონისძიებები, საცეკვაო დარბაზების და დისკოთეკების ფუნქციონირება, სადაც შესაძლოა ხალხმრავლობა იყოს, მათ შორის ღია ადგილებში.

მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეში ნიღბების გამოყენება სავალდებულოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორიცაა მეტრო და ავტობუსები „Ffp2“ მოდელის ნიღბების გამოყენება სავალდებულო გახდა.

მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ასევე აიკრძალა ყველა სახის საკვებისა და სასმელის მოხმარება თეატრებში, კინოთეატრებში, სპორტულ ღონისძიებებსა და დახურულ ადგილებში.

ამ განკარგულებით მთავრობა სასაზღვრო კონტროლსაც ამკაცრებს. უსაფრთხოების ძალებს აეროპორტებში, პორტებსა და სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე უფლება მიეცათ ჩაატარონ ანტიგენის ან მოლეკულური ტესტები. დადებითი ტესტის შედეგების მქონე პირები 10 დღით კარანტინში დარჩებიან.

Similar Posts

  • იტალიაში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

    სამხრეთ იტალიაში გადაუღებელი წვიმების შემდეგ წყალდიდობაა. უამინდობას უკვე 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სიცილიაზე წყალმა წაიღო ავტომობილი, რომელშიც 67 და 54 წლის ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. მამაკაცის ცხედარი ნაპოვნია, ქალს ამ დრომდე ეძებენ. კატანიაში სკოლები და სკვერები დაიხურა. მეხანძრეების თქმით, კატანიის შემდეგ, ყველაზე მეტად სიცილია დაზარალდა.

  • ესპანეთში ახალი COVID შეზღუდვები ამოქმედდა

    ესპანეთში ახალი COVID შეზღუდვები ამოქმედდა. ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან COVID-19-ის გამო ამოქმედდა შემდეგი სახის შეზღუდვები: ⦁ შეიზღუდა ღამით გადაადგილება: კერძოდ ღამის 1 საათიდან დილის 6 საათამდე შეიზღუდა გადაადგილება. ⦁ შეიზღუდა სოციალური შეკრებები: შესაძლებელია შეიკრიბოს მაქსიმუმ 10 კაცი, გამონაკლისია პირები რომლებიც ერთად ცხოვრობენ. ⦁ აიკრძალა ღამის გასართობი ადგილების სტუმრობა. ⦁ რესტორნები: შიდა ტერიტორიაზე…

  • იტალიაში რამდენიმე დღეა დაკარგულ დედა შვილს ეძებენ

    იტალიაში რამდენიმე დღეა დაკარგულ დედა შვილს ეძებენ. 39 წლის ანალიზა ლუჩიფეროს და მისი 9 წლის გოგონას კვალი, ორი კვირის წინ გაქრა. პოლიციას მათი გაუჩინარების შესახებ ქალის ყოფილმა ქმარმა სტეფანო ძარდინმა შეატყობინა. წერს გაზეთი ალია წყვილი ერთმანეთს 2014 წელს დაშორდა. ორი უფროსი შვილი მამასთან დარჩა საცხოვრებლად, ხოლო უმცროსი სასამართლომ დედასთან დატოვა, მაგრამ ბოლო პერიოდში მდგომარეობა შეიცვალა,…

  • იტალიაში ევთანაზიის ლეგალიზაციას ითხოვენ

    იტალიაში 750 000-ზე მეტმა ადამიანმა ევთანაზიის ლეგალიზაციის მოთხოვნით პეტიციას მოაწერა ხელი. ინფორმაციას The Local ავრცელებს. რეფერენდუმის გამართვისთვის 500 000 ადამიანის ხელმოწერა იყო საჭირო. ამრიგად, უკვე მომდევნო წელს, ქვეყანაში, შესაძლოა, ჩატარდეს რეფერენდუმი კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. მოქმედი კანონის თანახმად, ყველას, ვინც სხვა ადამიანს თვითმკვლელობაში ეხმარება, 5-დან 12 წლამდე აღკვეთა ემუქრება. რეფერენდუმის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ თუ კანონმდებლობაში ცვლილებები შევა,…

  • რომში სატრანსპორტო გაფიცვაა

    იტალიაში საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის მუშაკების ეროვნული 24-საათიანი გაფიცვა მიმდინარეობს. ინფორმაციას ANSA ავრცელებს. ნეაპოლში აქტივისტებმა მსვლელობა მოაწყვეს და ერთ-ერთი საკვანძო ავტომაგისტრალი გადაკეტეს. სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ხელფასის შენარჩუნებით სამუშაო დროის შემცირებას, საპენსიო სისტემის გადახედვას, სკოლებსა და ტრანსპორტში ინვესტიციებს ითხოვენ. ქალაქში არ მუშაობს საბაგირო და მეტროს ერთი ხაზი. დილიდან აქციები რომის ცენტრში არ წყდება. მეტროს ერთი ხაზი მთლიანად…

  • შალვა პაპუაშვილი იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა. ენრიკო ვალვომ შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის რობერტო ფიკოს მილოცვა გადასცა. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის არსებული ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას,…