2022 წლის პირველი ახალშობილი “იმედის კლინიკაში” 1-ლი იანვრის 00:30 საათზე გაჩნდა. წლის პირველი ბავშვი ბიჭია, მისი წონა 3.500 კგს შეადგენს, სიმაღლე კი 45 სანტიმეტრია.

ახალშობილი ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს.

1-ელ იანვარს ამ კლინიკაში სულ 6 ჩვილი დაიბადა.