იტალიის ნაკრებმა ჩრდ მაკედონიასთან წაგების შემდეგ გასახდელში უამრავი ნაგავი დატოვა.

სოცქსელებში გავრცელდა ფოტო და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პალერმოს სტადიონის გასახდელში მიმოფანტულია ათობით ცარიელი ბოთი, გამოყენებული ხელსახოცები და სიგარეტის ნამწვიც კი.

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მოიბოდიშა:

“ეს დიდი შეცდომა იყო. მომდევნო შემთხვევებში ამას ყურადღებას მივაქცევთ. ძალიან გაწბილებული ვიყავით. არ გვეგონა ასეთ დეტალებს თუ რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა. ამას შემდგომ მატჩებში დიდ ყურადღებას მივაქცევთ. ბოდიშს ვიხდით“.