რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ნამდვილად არ სურს მშვიდობა და შესაძლოა, დამატებითი სანქციები იყოს საჭირო უკრაინაში ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა

„დღეს ჩვენ ყველანი ვეძებთ მშვიდობას, მაგრამ სამწუხაროდ, პრეზიდენტ პუტინს არ სურს მშვიდობა“, – აღნიშნა დრაგიმ.

მისი თქმით, რუსეთზე დაწესებული სანქციები გავლენას ახდენს თავად იტალიაზე, თუმცა მთავრობა მზად არის გააძლიეროს ისინი.

„ამ ვითარებამ გამოიწვია ბევრი ნივთის მიწოდების შეფერხება, ბენზინი, დიზელი, ელექტროენერგია, გაზი, საკვები. მაგრამ მთავრობა დარწმუნებულია, რომ ეს სანქციები სწორია და მომავალში შეიძლება გაძლიერდეს, თუ ომი ამას მოითხოვს“, – დასძინა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა მარიუპოლის დრამატული თეატრი აღადგინოს.ქ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here