ინტერნეტ ტელევიზია Merani TV დაუკავშირდა საქართველოს საკონსულოს იტალიაში, რათა გაერკვია აუცრელი პირებისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.
,,მათ, ვისაც არ გაქვთ მწვანე ბარათი და გსურთ საქართველოში გამგზავრება, იტალიის მთავრობის დადგენილებით, უნდა ისარგებლოთ კერძო ან საკუთარი ავტომობილით, რომლითაც აეროპორტამდე მისვლას შეძლებთ. ბილეთის შეძენისას კი აუცილებელია შეთანხმება დადოთ იმ ავიაკომპანიასთან, რომლითაც აპირებთ საქართველოში გამგზავრებას.
მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ იტალიის ტერიტორიის დატოვებას მწვანე ბარათის გარეშე, თუკი ავიაკომპანია ნებას დაგრთავთ მხოლოდ პისიარ ტესტზე გაცემული მწვანე ბარათით დაგიშვათ ბორტზე” – აცხადებს საქართველოს საკონსულო იტალიაში სატელეფონო საუბრისას.