ცნობილი იტალიელი მსახიობის ორნელა მუტის უფროსი და, კლაუდია რიველი, ნარკორეალიზაციისთვის დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Corriere della Sera იტყობინება.
ტალიელმა კარაბინიერებმა განაცხადეს, რომ “დარქნეტში” ე.წ. “ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით” ვაჭრობის ფაქტზე 39 ადამიანი დააკავეს. აქედან 11 პირი დროებით იზოლატორში გადაიყვანეს, 28-ს კი შინაპატიმრობა შეეფარდა.
სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ საერთაშორისო ნარკოტრაფიკით დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელები უკანონოდ მიღებულ ფულს კრიპტოვალუტაში აბანდებდნენ.
Corriere della Sera-ს ცნობით, შინაპატიმრობაში გადაყვანილ ბრალდებულებს შორის 71 წლის რიველიც არის. ამასთან, სექტემბრის შუა რიცხვებში კარაბინიერებმა მსახიობი უკვე დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში, რომში, სამი ფლაკონი Gbl (გამა-ბუტიროლაქტონი), ე.წ. “გაუპატიურების ნარკოტიკი” აღმოაჩინეს.
მაშინ ჩვენებაში ორნელა მუტის დამ განაცხადა, რომ ამ სითხეს ვერცხლის გასაწმენდად იყენებდა. ამავდროულად, გამოძიებამ დაადგინა, რომ რიველიმ Gbl, შამპუნის ბოთლში, რამდენჯერმე ლონდონში მცხოვრებ შვილს გაუგზავნა. სექტემბერში მსახიობის და გაათავისუფლეს.