იტალიის პოლიციამ 7 მიგრანტის სიკვდილში ეჭვმიტანილი დააკავა
იტალიის პოლიციამ 7 მიგრანტის სიკვდილში ეჭვმიტანილი ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა. ბრალდებული ეგვიპტის მოქალაქეა, რომელმაც მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გავლით წაიყვანა, რის დროსაც 7 ადამიანი ჰიპოთერმიის შედეგად დაიღუპა. ეჭვმიტანილს ბრალად ედება ხმელთაშუა ზღვის სახიფათო გადაკვეთის ორგანიზება ნავით, რომელზეც 287 ადამიანი იმყოფებოდა. მათი მთავარი პრობლემა გაუსაძლისი სიცივე იყო. ქალაქ აგრიჯენტოს პოლიციამ განაცხადა, რომ 16 მეტრიან ნავზე მოგზაურობის არაადამიანური პირობები…