თურქეთი-საბერძნეთის საზღვართან ყინვისგან გარდაცვლილი მიგრანტები იპოვეს. დაღუპულია 12 ადამიანი, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
თურქულმა მხარემ საბერძნეთი მიგრანტების უკანონოდ გამობრუნებაში დაადანაშაულა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბერძენმა მესაზღვრეებმა მიგრანტებს ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ჩამოართვეს და დაბრუნება აიძულეს.
ბრალდებებს უარყოფს საბერძნეთი და ანკარის განცხადებებს ცრუ პროპაგანდას უწოდებს. ბერძნული მხარე აცხადებს, რომ მიგრანტებს საბერძნეთის საზღვარი არ გადაუკვეთავთ.