პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსის საზღვარზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მიგრანტების ჯგუფი პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე თავდასხმას ცდილობს. ვიდეო უწყების Twitter-ზეა ხელმისაწვდომი.

მიგრანტების ნაწილი ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტს დაესხა თავს. ვიდეოში ჩანს მიგრანტების ჯგუფი, რომლებიც პოლონელი მესაზღვრეების მიმართულებით ტოტებს ან ქვებს ისვრიან, იქვე კი ბელარუსი მესაზღვრე დგას.

„საზღვარზე არსებული ვითარება სულ უფრო და უფრო იძაბება. ასეთი სიტუაციები ახლა თითქმის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ჩვენ ჯარისკაცებსა და მესაზღვრეებს სამსახურისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა.