საქართველოს მოქალაქეებმა ერთ-ერთი მდიდარი ერაყელის, ოქროთი მოვაჭრის სახლიდან 4 კილო ოქრო და თითქმის სამი მილიონი დოლარი გაიტანეს.

ქართველმა დამხმარემ, რომელიც ოქროთი მოვაჭრის სახლში მუშაობდა, ორ თანამზრახველთან ერთად შეძლო 2 მილიონ 600 ათასი დოლარის და 4 კილოგრამი ოქროს მოპარვა. ერაყში მის დასახმარებლად ორი ადამიანი საქართველოდან ჩავიდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ შეძლეს საქართველოში გაქცევა, ნაქურდალი ფული და ოქრო კი დამალეს ქალაქის ერთ-ერთ სამალავში. თუმცა, ერაყში მათ დატოვეს ქართველი თანამზრახველები, რომელთა დახმარებითაც მოპარული მილიონებისა და ოქროს საქართველოში ჩამოტანას გეგმავდნენ.

საუკუნის ძარცვა სისრულეში ვერ მოვიდა. ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. მიაგნეს სამალავს, საიდანაც ოქრო და მილიონები ამოიღეს.