ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით, ომიკრონის შტამის რეინფიცირება არ დაფიქსირებულა.
„კარგი ამბავი არის ის, რომ დღეის მდგომარეობით ომიკრონის რეინფიცირება არ დაფიქსირებულა. ნუ დაფიქსირდა რამდენიმე, მაგრამ, მილიონში ერთი თუ დაინფიცირდა ეს პრობლემა არ არის და ეს არის ძალიან მაგარი ამბავი“, – თქვა გიორგი ფხაკაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.