საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას აფეთქების შესახებ EURONEWS ავრცელებს.

კვირას ღამით ქალაქ სენ-ლორან-დე-ლა-სალანკეში, ესპანეთის საზღვართან, ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქებამ ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე სამ პატარა შენობაში ხანძარი გამოიწვია . ნანგრევებში 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ერთი მამაკაცი, ხანძრისგან თავის დაღწევის მიზნით, მეორე სართულიდან გადახტომის შემდეგ დაიჭრა სულ მცირე სამმა – მსუბუქმა დაზიანებები მიიღო.

პროკურორმა ჟან-დევიდ კავაიემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა ზუსტი არ არის და „სამწუხაროდ, შესაძლოა შეიცვალოს“.

მერიაში აცხადებენ, რომ ევაკუაციის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებელი ადგილებით არიან უზრუნველყოფილნი.

ცნობისთვის, ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა როგორც ზემდგომი პირები აცხადებენ, ჯერ ძალიან ადრეა იმის დასადგენად, თუ რა გახდა აფეთქების ნამდვილი მიზეზი და იყო თუ არა, ეს ყველაფერი შემთხვევითი ან მიზანმიმართული.