საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში, პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის ამსახველ ფოტოებსა და ინფორმაციას ავრცელებს.
“დღეს, 2021 წლის 3 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რა საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქთან, უცნობია.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს.