ანკარაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ანკარის თოჯინების მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, მაყურებელთა წინაშე, საბავშვო სპექტაკლით “რწყილი და ჭიანჭველა” წარსდგება “ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის” დასი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი შეზღუდვების შესაბამისად, სპექტაკლზე დასასწრებად, აუცილებელია სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც უშუალოდ თეატრის სალაროში, ასე, ვებ-გვერდზე Biletix, ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

სპექტაკლის დასაწყისი: 13:00 საათი; ადგილი: Aralık Sahne; მისამართი: Kavaklıdere Mahallesi, Esat Cd. No: 28/A, 06680 Çankaya/Ankara”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.