ფეისბუკ-ჯგუფ „ვეძებ-ის“ ერთ-ერთი წევრი მიმართავს ოჯახებს, რომლებმაც გოგონები თურქეთში წასვლის შემდეგ დაკარგეს. მისი თქმით, ახალგაზრდები ხშირად საკუთარი ნების წინააღმდეგ ჰარამხანებში მიჰყავთ სამუშაოდ და შემდეგ მათი კვალი ქრება.
„პირდაპირ კავშირში არ არის ჯგუფის სახელთან, არანაკლებ საინტერესო და სავალალო მდგომარეობა გვაქვს ახალგაზრდა, ულამაზესი გოგოების, თურქეთში ჰარამხანებში გამოკეტვის. მე ვარ პირადად მოწმე რამდენიმე შემთხვევის. არ არის ჭორი და მოგონილი. იქნებ ეძებს ვინმე თურქეთში წასულს და დაკარგულს. ყველა ოლოგარქს აქვს საკუთარი ჰარამხანა, არ მოგესმათ, დიახ, ჰარამხანა.
ყველა ეროვნების გოგოები ჰყავთ, ზოგი ნებით, ზოგი იძულებით… მინდა თქვენი ჯგუფით ვისარგებლო და მივმართო დედებს, რომლების შვილებიც თურქეთში გაუჩინარდნენ. დავამატებ, რომ უამრავი გოგო მისი ნებით არის იქ, ფულისთვის, ფუფუნებისთვის. ზოგადად მაქსიმუმ 30 წლამდე გააჩერონ ჰარამხანაში, მერე არაფრის მაქნისია და დიდი იმედი მაქვს, ცოცხალს უშვებენ…“, – ვკითხულობთ პოსტში.