იტალიური კომპანიები Sorgenia და Iren ახალ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალს ააშენებენ.
ტერმინალი, რომელიც აშენდება ჯოია ტაუროს სამხრეთ პორტში, შეეძლება წლიური 12 მილიარდ კუბურ მეტრის გადამუშავება
Sorgenia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯანფილიპო მარჩინიმ განაცხადა, რომ LNG ტერმინალის მშენებლობა ოთხ წელიწადში დასრულდება.
იტალიის გარემოს დაცვის მინისტრმა გარემოს ტრანსფორმაციის საკითხებში რობერტო ჩინგოლანიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს შეწყვიტოს დამოკიდებულება რუსული ბუნებრივი აირის იმპორტზე მომდევნო 24-დან 30 თვემდე.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად რუსეთი იტალიის ბუნებრივი აირის იმპორტის დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს. ახალი ტერმინალის წყალობით რუსული გაზის იმპორტი სავარაუდოდ განახევრდება.