სოციალურ ქსელში Centro servizi Geo House– ი ავრცელებს პოსტს SPID ის შესახებ.
✅ ამ საოცარმა საუკუნემ მოგვიტანა საოცარი სიახლეები სამყაროში. ტექნოლოგიური ახალი ამბები ყოველდღიურობაში უფრო და უფრო აქტიურ ადგილს იკავებს და უკვე პირდაპირ ვალდებულებად გვეხება, რომ არ ჩამოვრჩეთ და ვიყოთ მუდმივად განახლების პროცესში .
✅ მორიგი სიახლე იტალიურ ციფრულ სამყაროს– უფრო ზუსტად მორიგი ვალდებულება–SPID’-ი ანუ ციფრული იდენტურობის საზოგადოებრივი სისტემა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის დანერგილი და, უფრო და უფრო აქტუალური და სავალდებულო ხდება მისი გამოყენება.
რა არის ციფრული იდენტურობა და როგორ ვიყენებთ მას?
SPID-ი ანუ ციფრული იდენტურობა არის საუკეთესო გამოსავალი (ბევრ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში უკვე სავალდებულო ), რომ გვქონდეს წვდომა საჯარო, ადმინისტრაციულ და კერძო სერვისებზე პირდაპირ ჩვენი კომპიუტერებიდან და სმარტფონებიდან. გრძელი რიგებისა და წინასწარი შეხვედრის თარიღების ჩანიშვნის გარეშე.
მოქნილი სისტემა გვანიჭებს ჩვენს ციფრულ იდენტურობას–მომხმარებლის სახელი და პაროლის მინიჭებით (მას შემდეგ რაც მოხდება პიროვნების იდენტიფიკაცია ან უშუალოდ ან ვიდეოზარის მეშვეობით), აუცილებელი პირობაა იყოთ იტალიის სახელწიფოს რეზიდენტი და გქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი (Carta d’ identita , Tessera Sanitaria).
👉ციფრული იდენტურობა ანუ SPID -ი სავალდებულოა ისეთი ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის, როგორიცაა სოციალური დაცვის ეროვნულ ინსტიტუტი (INPS). (აქამდე ხმარებაში არსებული PIN- გავიდა პენსიაში)
👉სავალდებულოა მოქალაქობის და ოჯახის გაერთიანების პრაქტიკის წარმოება მხოლოდ ციფრული იდენტურობით
შეგიძლიათ სხვადასხვა სერთიფიკატების ონლაინ წვდომა და ამოღება ადგილობრივი სახლმართველობის ანუ COMUNE -ს ვებ გვერდიდან.
მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, ჯიბეში გიდევთ თქვენი იდენტურობის დამადასტურებელი ონლაინ ვერსია .
დამატებითი დეტალებისათვის მზად ვართ დახმარებისათვის.
☎️3270934122 ☎️0805217115
☎️3201153528 ☎️ 3245409377