დღეს, 28 წლის რუმინელი მომვლელის, დანა მიჰაელა ნიკოლეტა კიტას სასამართლო პროცესი გაიმართა. ახალგაზრდა ქალს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა და ძარცვა ედება ბრალად. ბრალდებულის წინააღმდეგ მსხვერპლის ოჯახის წევრებმა და კიდევ ექვსმა მოწმემ მისცა ჩვენება. წერს exclusive TV-ი

რუმინელ „ბადანტეს“ 89 წლის მიქელანჯელო მარკეზეს მკვლელობაში ედება ბრალი, რომლის ცხედარიც სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მისსავე სახლში, პალმა დი მონტეკიაროში, პიეტრო ატარდოს ქუჩაზე ხელ-ფეხშეკრული, 2020 წლის 11 ივლისს იპოვეს. პოლიციამ ეჭვი ახალგაზრდა მომვლელზე მაშინვე მიიტანა. სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ აქ