31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მეტად დაისვენეთ, დაიცავით ზომიერება და სიმშვიდე, ახალი საქმეების დაწყებაში შესაძლოა ხელი შეგიშალოთ გაუთვალისწინებელმა სიტუაციებმა.

კურო ეცადეთ ეს დღე მშვიდად გაატაროთ, სასურველია ოჯახის წევრებთან ერთად. ნუ წამოიწყებთ ნურაფერს ახალს. თავი შეიკავეთ ინიციატივის გამოჩენისა და აქტიურობისგან.

ტყუპები მეტი ყურადღება დაუთმეთ სწორ კვებას. იყავით დაკვირვებული, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

კირჩხიბი შესაძლოა შფოთი დაგეუფლოთ, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, გაისეირნეთ, მოინახულეთ მეგობრები და დანარჩენი დრო პირადი სივრცის მოწესრიგებას მოახმარეთ.

ლომი მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას, სწორ კვებას, ივარჯიშეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ახლა მნიშვნელოვანი პროექტების წარმოებისა და საქმეების გადაწყვეტისთვის შესაფერისიდრო არ არის.

ქალწული დღეს ეცადეთ დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. შესაძლოა გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო შემოსავლის დამატებით წყაროების ძიება მოგიწიოთ.

სასწორი თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციებისგან და ნებისმიერი ამ თემასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისგან. აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება შეგიძლიათ ოჯახის წევრებს თხოვოთ.

მორიელი აქტიური და ნაყოფიერი დღე, თუმცა არ დაგავიწყდეთ პერიოდულად დასვენებაც. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და აკონტროლეთ ემოციური ბალანსი.

მშვიდლოსანი შესაძლოა ხასიათში გაღიზიანებამ იჩინოს თავი, ამიტომ მეტად აკონტროლეთ სიტყვები და თქვენი დამოკიდებულება ახლობლების მიმართ. უმჯობესია დღე შინაურულ ატმოსფეროში გაატაროთ.

თხის რქა აქტიურობა, სიჯიუტე, მიზანსწრაფულობა ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ, მაგრამ მატულობს ტრავმულობის ალბათობა, განსაკუთრებით გაითვალისწინეთ საჭესთან, თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან და ექსტრემალური სპორტის სახეობებისგან.

მერწყული საკმაოდ ქაოტური დღეა, ვარსკვლავები დღეს არ გირჩევენ მნიშვნელოვანი საქმეებისა და მოლაპარაკებების წარმოებას. ეცადეთ მეტი სიმშვიდე შეიტანოთ როგორც სამსახურში ასევე ოჯახში.

თევზები იყავით მტკიცე და მიჰყევით დღის გეგმებს, შესაძ₾ოა თავი იჩინოს გარკვეულმა სირთულეებმა. ფინანსური დახმარებისთვის შეგიძლიათ ამჯერად დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ.

Similar Posts

  • ქართველების სისხლიანი გარჩევა სტამბოლში – მოკლულია 32 წლის კაცი

    „სისხლიანი გარჩევა თურქეთში, რომელიც 32 წლის გ. ს-ს გარდაცვალებით დასრულდა. ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით ზუგდიდელმა ზ. ბ-მ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. მკვლელობა სტამბოლის გარეუბანში, ნაქირავებ ბინაში მოხდა, სადაც 6 ქართველი იმყოფებოდა“ – ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სუფრაზე ურთიერთშელაპარაკება მკვლელს ხ. წ-სთან მოუვიდა, რომელიც დანით დაჭრა. გ-მ ხ-ს დაცვა სცადა, მკვლელმა…

  • ქართველი ემიგრანტის ახდენილი ოცნება

    „საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში კიდევ ერთმა ქართველმა ემიგრანტმა იასპარეზა – მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში დებიუტი ჰქონდა დავით ღვარძელაშვილს. Nomad Sports-მა ამ ამბავს ასე გამოეხმაურა. 17-წლამდელთა ნაკრებში მანამდეც იწვევდნენ, მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრებისა და დოკუმენტების პრობლემების გამო ვერ ჩადიოდა. სამწლიანი ძალისხმევის შემდეგ ბიუროკრატიული დაბრკოლებები გადალახეს და ახალგაზრდა მეკარემ სამშობლოში დაბრუნება შეძლო. თუმცა, ახალი გამოწვევა ელოდა – „ვილიარეალის“ ახალგაზრდა მეკარე…

  • იტალიაში საჰაერო გზით შესვლის მსურველ მგზავრთა საყურადღებოდ

    იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ირმა მაისურაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს საქართველოდან იტალიაში შემომსვლელ მგზავრთა საყურადღებოდ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს: ყურადღება! საქართველოდან იტალიაში შემომსვლელი მგზავრები ვალდებულები არიან იქონიონ შევსებული მოდული სადაც ყველა ამ კითხვაზე გექნებათ პასუხი გაცემული . აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე უნდა წარადგინოთ ეს შევსებული ფურცელი. ეს არის კოვიდ ინფორმაცია თქვენს…

  • ეროვნული გამოცდების ტესტებში 2022 წელს ცვლილებები შედის

    შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ნაწილში ცვლილებები იგეგმება. როგორც გორგოძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე გეოგრაფიის ტესტებს შეეხება. „გვაქვს მცირე სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის 2022 წლის საგამოცდო ტესტის ფორმატში. ცვლილება შეეხო გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც. საგამოცდო ტესტის ფორმატი…

  • რომის პაპი, შესაძლოა, კიევში ჩავიდეს

    Reuters წერს, რომ რომის პაპი, შესაძლოა, უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდეს. რომიდან მალტაში მიმავალ პაპ ფრანცისკემ ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავდა თუ არა კიევში ჩასვლაზე უკრაინული მხარის შეთავაზებას, თქვა, რომ ეს საკითხი განიხილება. რომის პაპი კიევში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ და ვატიკანში უკრაინის ელჩმა მიიწვიეს.

  • იუნა შაფათავა 45-47 წლის მამაკაცს ეძებს

    ვეძებ ძალიან პატიოსან კაცს, ახალგაზრდას, ჯან-ღონით სავსეს, 45-47 წლამდე, დასაქმებულს, მოქალაქეს, ძალიან შრომისმოყვარე პატიოსანი დასაქმებული ქართველი ქალისთვის, საქმროდ, – ამის შესახებ მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს და შემდეგ კრიტერიუმებს ასახელებს: „არ არის აუცილებელი, სუფთა ქართველი იყოს, იყოს სხვა ეროვნება, მართლმადიდებელი ქრისტიანი. მე ჩავატარებ გასაუბრებას, არ ვხუმრობ, ვიღებ ჩემს თავზე ორივე მხარის ბედნიერების პასუხისმგებლობას და…