ამჟამად იტალიაში ენერგიის ფასები შარშანდელთან შედარებით 5-ჯერ მაღალია. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, იტალიაში ენერგიის ფასებმა პიკს ორი კვირის წინ მიაღწია. 14 მარტს ლიტრი დიზელის საწვავის ფასი 2,15 ევრო იყო. ეს ნიშნავს, რომ ფასმა გასულ წელთან შედარებით ბენზინზე 40 პროცენტით, ხოლო დიზელის 50 პროცენტი მოიმატა. 18 მარტს მთავრობა ენერგეტიკის ფასებში ჩაერია ოჯახების შემსყიდველობითუნარიანობისა და ბიზნესის წარმოების ხარჯების დასაცავად. ამრიგად, სამომხმარებლო გადასახადები ბენზინსა და დიზელზე 25 ცენტი/ლიტრით შემცირდა თვეში, რითაც თავიდან აიცილა ფასების ზრდა. ამ დროისთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასები კვლავ დაეცა. თუმცა, შარშანდელთან შედარებით ფასები კვლავ 5-ჯერ მაღალია. იტალიაში ფასების ტენდენცია შეინიშნება ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

როგორც მან აღნიშნა, რომ ენერგორესურსების გაძვირების საკითხი ევროკავშირის ლიდერების დღევანდელ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here