იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ცნობილია, დრაგიმ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერს merani TV

იტალიის პრემიერმა იტალიის მთავრობის მზადყოფნაც დაადასტურა, რომელიც გულისხმობს წვლილის შეტანას სამშვიდობო პროცესში.

ლიდერები სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაში შეთანხმდნენ.

კრემლის განცხადებით, პუტინმა სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებსა და მოსკოვის მოთხოვნის შესახებ ისაუბრა, რომელიც გაზის რუბლში გადახდას მოიცავს