7 თებერვლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9480 ლარია, ევროსი კი – 3.3669 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3.87 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 5.79 თეთრით.

აღსანიშნავია, რომ დოლარი სამ ლარს ისტორიაში პირველად 2020 წლის მარტში გადასცდა. მას შემდეგ, სხვადასხვა დროს, დოლარის ღირებულება 3.40 ლარსაც აჭარბებდა.

7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც, 1 ლირის ღირებულება 0.2173 ლარია, ხოლო 1 ფუნტის – 3.9810 ლარი.